პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება

ანტიდემპინგური საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის. “ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ ასე ეწოდება პროექტს, რომელიც “კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებთან ერთად, კანონმდებლებს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. პროექტი 2 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული

საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

როგორც მთავრობა განმარტავს, ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი ადგილობრივი წარმოების განვითარებას აფერხებს და დასაქმებულთა რაოდენობას ამცირებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, დემპინგის შედეგად იმპორტირებული პროდუქტის შეუსაბამოდ დაბალი ფასები ვნებს ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელიც ჩვეულებრივ, დემპინგით დაკავებული კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას ვეღარ ახერხებს.

“წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან მიყენებული ან შესაძლო ზიანის მიყენებისგან დაცვას“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა