გერმანიის ორ მხარეში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ მეორე ადგილზე გავიდა

ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის აღმოსავლეთის ორ მხარეში, ბრანდენბურგში და საქსონიაში ადგილობრივ არჩევნებზე პოზიციები გაიუმჯობესა და მეორე ადგილზე გავიდა.

საქსონიაში პირველ ადგილზეა მმართველი „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ 32,1%-ით, რომლის პოზიციებიც წინა არჩევნებთან შედარებით 7,3%-ით გაუარესდა. „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ 27,5% მიიღო. მესამე ადგილზეა პარტია „მემარცხენეები“ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი კომუნისტური პარტია) – 10,4.

ბრანდენბურგის მხარეში, პირველ ადგილზე სოციალურ-დემოკრატიული პარტია 26,2%(-5,7%) გავიდა. ეს პარტია ამ მხარეს უწყვეტად მართავს გერმანიის გაერთიანების შემდეგ. მეორე ადგილზეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 23,5%-ით, მესამეზე „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ 15,6%-ით.

„მწვანეები“ ვერც ერთ მხარეში სამეულში ვერ შევიდნენ, თუმცა ორივეგან გაიუმჯობესეს პოზიციები 8,6 საქსონიაში და 10,8 ბრანდენბურგში.

კოალიციების შექმნა ორივეგან რთული იქნება, რადგან წამყვანი პარტიები - „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ და „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (რომლებიც ფედერალურ დონეზე კოალიციაში არიან) ულტრამემარჯვენეებთან გაერთიანებას გამორიცხავენ. ამ ორ პარტიას კი კოალიციისთვის ხმები არ ჰყოფნით და წვრილ პარტიებთან მოლაპარაკებები დასჭირდებათ.

ამ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო