პოლიციამ  ქურდობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1969 წელს დაბადებული ვ. ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში უცხო პირი შესვლას ცდილობდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეტყობინებაზე მყისიერად მოახდინეს რეაგირება და ვ.ბ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში მაშინ დააკავეს, როდესაც იგი მიმალვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა