პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდების ნაწილი და "ნაცმოძრაობა" აქციას მართავს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდების ნაწილი და "ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავს. მათი პროტესტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პატიმარია, რომელსაც პოლიციელის მკვლელობისთვის 12 წელის ჰქონდა მისჯილი.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით "სირცხვილია", "უპასუხისმგებლო პრეზიდენტი", "ვინ დაგავალა შეწყალება?!".

როგორც ჟურნალისტებს " ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურთაზ ზოდელავამ განუცხადა, პრეზიდენტი სამარცხვინოდ დუმს და ვიდრე მისგან პასუხს არ მოისმენს საზოგადოება, თუ რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, მას მანამდე კომფორტულად მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

„აქცია ახალგაზრდების საორგანიზაციო ჯგუფის მიერაა ორგანიზებული, რომლის მიმართაც ჩვენ სოლიდარულები ვართ. ვიზიარებთ საზოგადოების ინტერესს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გააკეთოს განმარტება, რატომ და ვისი დავალებით მოხდა პოლიციელის სადისტური მკვლელობის განმახორციელებელი პირის შეწყალება. ქართველი ხალხი იმსახურებს პასუხი გაეცეს ამ კითხვას. პირდაპირი ინფორმაცია გვაქვს იმის თაობაზე, რომ ზურაბიშვილმა ეს შეწყალება ივანიშვილის დავალებით გააკეთა", - განაცხადა ზოდელავამ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა