ზაალ უდუმაშვილი - ვითხოვთ, პრეზიდენტმა იმ პირების ვინაობა დაასახელოს, ვინც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმრის შეწყალების უკან დგას

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათი ვინაობა დაასახელოს, „ვინც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პატიმრის შეწყალების უკან დგას".

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მოთხოვნაა, ზურაბიშვილმა გააკეთოს განმარტებები, რა მიზეზით შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი.

ამასთან, მისი თქმით, აქციაზე შეკრებილი საზოგადოება პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირებას და ძალადობას არ აპირებს.

„რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული ადამიანი?! ეს ხომ მას საკუთარი ინიციატივით არ გაუკეთებია. ჩვენ ვითხოვთ იმ პიროვნების ან პიროვნებების გვარების დასახელებას, ვინც ამ შეწყალების უკან დგას. ეს არ არის მხოლოდ თარაშ მუკბანიანის( მოკლული პოლიციელის) ხსოვნის შეურაცხყოფა, ეს არის იმ პოლიციელთა შეურაცხყოფა, რომლებიც დღეს აქ დგანან და პატიოსნად ემსახურებიან მთელ ქვეყანას", - განაცხადა უდუმაშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდების ნაწილი და "ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავს. მათი პროტესტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პატიმარია, რომელსაც პოლიციელის მკვლელობისთვის 12 წელის ჰქონდა მისჯილი.

მათ უჭირავთ ბანერები წარწერით „სირცხვილია", „უპასუხისმგებლო პრეზიდენტი", „ვინ დაგავალა შეწყალება?!". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს