„თავისუფალი საქართველო“ - განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიას უნდა გადახედოს

განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიას უნდა გადახედოს, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეროვნული გამოცდების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, შენიშვნები კეთდება როგორც აბიტურიენტების, ისე პედაგოგების მხრიდან.

„ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკული შენიშვნა კეთდება ეროვნული გამოცდების ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, როგორც აბიტურიენტების, ისე პედაგოგების მხრიდან. განსაკუთრებული უკმაყოფილების საგანია ე.წ. უნარების ტესტი, რომლის შედგენის მეთოდოლგია ხშირად იწვევს გაურკვევლობას და არანაირად არ ასახავს აბიტურიენტის ცოდნას ობიექტურად. წლევანდელ გამოცდებზე დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც სპეციალურ საგნებში აბიტურიენტმა აჩვენა მაღალი შედეგი, თუმცა უნარების ძალიან სადავო ტესტზე გაცემული პასუხის შედეგად, დარჩა უმაღლესი სასწავლებლის მიღმა.

იმავდროულად, ახალგაზრდების უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოებაც, რომ გამოცდების შემდეგ, განათლების სამინისტროს მიერ ხდება აბიტურიენტთა გარკვეული კატეგორიისთვის (რომელთაც სპეციალურ საგნებში დაბალი შედეგი აჩვენეს) განსაკუთრებული შეღავათების დაწესება (ე.წ. „ქულების მომატება“), რაც ძალიან არასამართლიანია სტუდენტთა იმ კატეგორიის მიმართ, რომელთაც მაღალი ქულები მიიღეს სპეციალურ საგნებში და მინიმალური ქულა (ზოგიერთ შემთხვევაში 0,2) დააკლდათ უნარებში.

მივმართავთ განათლების სამინისტროს, კანონის ფარგლებში განიხილოს აბიტურიენტების შუამდგომლობა, რათა მოხდეს შეღავათების დაწესება სტუდენტების ყველა კატეგორიისთვის თანასწორად და არადისკრიმინაციულად, მ.შ. იმ კატეგორიისთვის, რომელთაც დააკლდათ ქულები უნარების ტესტში“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო