გენერალურმა პროკურორმა ჩეხეთის პრემიერის მიმართ გამოძიება შეწყვიტა

ჩეხეთის გენერალურმა პროკურორმა იაროსლავ შაროხმა ქვეყნის პრემიერის, მილიარდერ ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა. საქმე 2008 წელს მისი ერთ-ერთი ფირმის მიერ ევროკავშირის სუბსიდიიდან 2 მილიონი ევროს უკანონოდ მიღებას ეხება. თუმცა გენერალური პროკურორის ეს გადაწყვეტილება კიდევ უნდა განიხილონ პრაღის პროკურატურაში.

ბაბიშის გარდა ბრალი მის მეუღლეს, ქალიშვილს, ცოლისძმას და ფირმის კიდევ ორ თანამშრომელს ჰქონდათ წაყენებული. თუ პროკურატურა პრემიერს ბრალს ფინანსურ დანაშაულში ოფიციალურად წაუყენებდა, მას ათ წლამდე ციხე ემუქრებოდა. კვირას ანდრეი ბაბიშმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ თუ მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ, ეს არაფერს შეცვლის და ის პრემიერის პოსტზე დარჩება.

ამ ინფორმაციას ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა