პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციაზე შეკრებილმა ახალგაზრდების ნაწილმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში აქციას გააგრძელებენ, რათა პასუხი მიიღონ კითხვაზე - რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მსჯავრდებული პირი, რომელსაც პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.

"თუ საჭირო იქნება, ხვალაც შევიკრიბებით, იქამდე ვიდრე სამარცხვინო ქალბატონი არ გააკეთებს განმარტებებს, რატომ შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი",- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახალგაზრდების ნაწილმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებული ერთ-ერთი პატიმარია, რომელსაც პოლიციელის მკვლელობისთვის 12 წელი ჰქონდა მისჯილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს