დავით ბაქრაძე - გამოსავალი ერთია: ახალი ხელისუფლების მოსვლა, რომელიც პრობლემების მოგვარებით დაკავდება და არა "ფეისბუქზე" გამოსათხოვარი მაღალფარდოვანი ნეკროლოგების მომზადებით

გამოსავალი არის ერთი - არა შიდა გადანაცვლებები "ქართული ოცნების" გუნდში არამედ, ამ გუნდის მთლიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა, რომელიც დაკავდება პრობლემების მოგვარებით და არა "ფეისბუქზე" გამოსათხოვარი მაღალფარდოვანი ნეკროლოგების მომზადებით, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ბაქრაძემ განაცხადა, ბახტაძის მაღალფარდოვანი ფრაზები ადასტურებს, რომ ეს მთავრობა კიდევ ერთხელ მოწყდა რეალობას.

"გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, გაზდილი სამთავრობო ხარჯები, „გავრილოვის ღამე“ - ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმის, რითი დაამახსოვრა თავი ამ ერთი წლის განმავლობაში ბახტაძის მთავრობამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნებისმიერი საუბარი მისი მხრიდან, რაც ინსტიტუციონალურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მსგავსი მაღალფარდოვანი ფრაზები უბრალოდ ადასტურებს, რომ ეს მთავრობა კიდევ ერთხელ მოწყდა რეალობას. მათ ისიც კი არ ესმით, რა სჭირდება ქვეყანას. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - არა შიდა გადანაცვლებები "ქართული ოცნების" გუნდში არამედ, ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა, რომელსაც ესმის რა სჭირდება ქვეყანას და რა პრობლემები აქვს მოსახლეობას და რომელიც დაკავდება ამ პრობლემების მოგვარებით და არა "ფეისბუქზე" გამოსათხოვარი მაღალფარდოვანი ნეკროლოგების მომზადებით", - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ბახტაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა. ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ დასახელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო