თინა ხიდაშელი - მამუკა ბახტაძე პირველი პრემიერია, რომელიც ისე წავიდა, რომ მოსახლეობამ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება ვერ მოახერხა

ბახტაძეს დაეუფლა განცდა, რომ რაღაც მისია შეასრულა და ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი საინტერესო კითხვა, რომელიც დღეს მას ჟურნალისტებმა შეიძლება დაუსვან: რა მისია ჰგონია რომ შეასრულა? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ პრემიერობის პერიოდში ისიც კი ვერ მოახერხა, რომ საზოგადოებას მისი სახელი და გვარი დამახსოვრებოდა.

„საქართველოს ისტორიაში პირველი პრემიერია, რომელიც ისე მოვიდა და ისე წავიდა, რომ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება მოსახლეობამ ზუსტად ვერ მოახერხა. თავისთავად, მისი წასვლა არამგონია რაიმე საინტერესოს შემცველი იყოს, ამას დიდი დანანებით ვამბობ, რადგან მაინც ჩემი ქვეყნის პრემიერია. რაც შეეხება გახარიას მოსვლას პრემიერის პოსტზე, არ მგონია, რომ მარტივი იყოს ამ გადაწყვეტილების საპარლამენტო უმრავლესობაში გატანა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ყველა შემთხვევაში გამარჯვებულის თამაშს თამაშობს. ულტიმატუმის ენით ესაუბრება საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას. გახარიას გაპრემიერების შემთხვევაში ისინი ყველა ერთად თანამონაწილეები ხდებიან 20 ივნისის მოვლენების, პანკისში განვითარებული მოვლენების, მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეების, ხოლო თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, მაშინ ქვეყანა მივა საპარლამენტო არჩევნებამდე. არცერთი ვერსია არ არის ქვეყნისთვის კარგი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებული გამოვა. როგორც ჩანს, გუნდში არ არის თანხმობა, კონსენსუსი და საერთო აზრი - სწორედ ამით არის განპირობებული ის განცხადებები, რომ ცვლილებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ნაწილს ხვალ გავიგებთ, ნაწილს ზეგ და იმის მერე“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა