4 სექტემბერს, კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ

კაჭრეთის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, 4 სექტემბერს, კაჭრეთის გგს-ის მომხმარებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიდან აცნობეს, 4 სექტემბერს 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ კაჭრეთს, ზემო კაჭრეთს, სოფელ ნანიანს, სოფელ ჯიმითს, სოფელ ქოდალოს, სოფელ დარჩიეთს და შპს „ჯორჯიან გაზ+ს“.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა