ბიძინა გეგიძე  - „ქართული ოცნებიდან“ გარიცხვის შესახებ შეტყობინება whatsapp-ში მივიღე

გარიცხვის შესახებ შეტყობინება საპარლამენტო უმრავლესობის აპარატიდან whatsapp-ში მივიღე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ განუცხადა.

გეგიძე მის უმრავლესობიდან გარიცხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უკავშირებს.

„ამას ვუკავშირებ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხს. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, რაზეც ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მქონდა ჩემი არგუმენტირებული პოზიცია და ხედვა. ახლა იუსტიციის საბჭოს პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი საბოლოო პროდუქტი სიის სახით პარლამენტში უნდა შემოვიდეს. მე რასაც ვუყრებ, ამ პროცესმა ჩემში ოპტიმიზმი არ გამოიწვია, რომ სიას მხარი დავუჭირო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე თავიდანვე რა პოზიციაც მქონდა, იმავეს ვიმეორებ. მგონია, რომ ეს არის მთავარი საკითხი, რაც ყველაფერ დანარჩენს ფარავს,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებას, რომ ბიძინა გეგიძესა და უმრავლესობას ბევრ საკითხთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, გეგიძე უკომენტაროდ ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს ვოლსკის განცხადება.

„განსხვავებული აზრი იდევნება? თუ როგორ გავიგო? თავს შევიკავებ კომენტარისგან. საზოგადოებამ განსაჯოს, რას ნიშნავს მისი განცხადება,“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

ბიძინა გეგიძე ფრაქციას “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ის პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა