სოფო კილაძე - ჯერ არ გვიმსჯელია, ვინ იქნება მომდევნო პრემიერ-მინისტრი

ჯერ არ გვიმსჯელია, ვინ იქნება მომდევნო პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სოფო კილაძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ ახლახანს გააჟღერა და შესაბამისად, ახალი პრემიერის კანდიდატურა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ, მას შემდეგ, რაც იქნება გუნდის გადაწყვეტილება. ჩვენ ჯერ არ გვიმსჯელია, ვინ იქნება მომდევნო პრემიერ-მინისტრი“, - აცხადებს კილაძე.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა