ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „რაიმე გარემოებებმა“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელი შეუშალოს

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „რაიმე გარემოებებმა“ შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე ალბათ, მოხდება რამდენიმე მნიშვნელოვანი დადგენილების მიღება, რომელთა შორის ის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაა, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხება.

„საკონსტიტუციო ცვლილებს სჭირდება ძალიან სწრაფად საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება და ამ ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის ფორმატში წარდგენა იმისთვის, რომ პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე მოასწროს იმ დანაპირების შესრულება, რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მზადაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის. ეს რომ არ დარჩეს მხოლოდ დაპირებად და განცხადებად, ამ დრამატული მოვლენების ფონზე, მეც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და არ გამოვრიცხავ იმის შესაძლებლობას, რომ შესაძლოა, რაიმე ტიპის გარემოებებმა, ნებსით თუ უნებლიედ შექმნილმა, ხელი შეუშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, ამიტომ საჭიროა სრული მობილიზება და მე ყველას მოვუწოდებდი, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მაქსიმალურად მობილიზება გავაკეთოთ, რათა არ დავუტოვოთ მმართველ პარტიას რაიმე საბაბი იმისთვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ მიიყვანოს ბოლომდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს