კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს ის ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას ეწინააღმდეგება

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას კახა კალაძე ეწინააღმდეგება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირიქით, ის, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის მომხრეა. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში, ამას პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გადაწყვეტს.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. არ ვიცი საიდან მოიტანეს და მოიგონეს ეს აბსურდი და სისულელე, მე ასე დავარქმევდი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი, წლების განმავლობაში ვმეგობრობთ. მეორე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი თუ ვინ იქნებოდა მინისტრობის კანდიდატები. საერთოდ, განხილულიც არ ყოფილა. ამიტომ მიკვირს, საიდან მოიტანეს ეს სისულელე. მესამე და ასევე მნიშვნელოვანი - მინისტრების კანდიდატებს, თუ ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. მე თუ მეკითხებით როგორც გენერალურ მდივანს, მივესალმებოდი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას, მგონია, რომ ის იქნება ძალიან ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი. დანაჩენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის