კახა კალაძე ბახტაძის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების სოციალურ ქსელში გაკეთებაზე - უცხოელი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ  „ტვიტერს“, „ფეისბუქს“, რატომაც არა?

ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“. რატომაც არა?“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ბახტაძის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა.

თბილისის მერმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ორი რეფორმა გამოყო.

„ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“. რატომაც არა?! რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, რა არის ამაში ცუდი?

მინდა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან მე გამოვყოფდი ვალების ჩამოწერის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გააკეთა ამაზე განცხადება და შემდეგ უკვე უშუალოდ განახორციელა ეს პროექტი, რომლის წყალობითაც ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, ახლიდან დაეწყო ცხოვრება. კიდევ გამოვყოფდი განათლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და წინსვლას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის განათლებული და ნასწავლი თაობები, რომ შემდეგ ამ ახალგაზრდების განათლება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა