სერგი კაპანაძე - მამუკა ბახტაძე არის პრემიერი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ დარჩება არც ისე და არც ასე - არანაირად

მამუკა ბახტაძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ დარჩება არც ისე და არც ასე, - ამის შესახებ "ეროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია "გაბედავს თუ არა ივანიშვილი" პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას დანიშვნას.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვება არ ყოფილა მისი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც პრემიერობა არ ყოფილა მისი გადაწყტილება. ეს იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება, ის არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ დარჩება არც ისე და არც ასე - არანაირად. მან არაფერი გააკეთა, ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი და ეს მოსალოდნელიც არის, როდესაც ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს.

ახლა მნიშვნელოვანია შემდეგი პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება. არა იმიტომ, რომ პრემიერს შეუძლია რამის შეცვლა სასიკეთოდ ამ ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ გავარკვიოთ ივანიშვილი გაბედავს თუ არა და დანიშნავს თუ არა გახარიას. ადამიანს, რომელმაც გავრილოვის ღამე მოაწყო და თავის მოქალაქეებს დათხარა თვალები. ეს იქნება პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ეს არის სრულიად არაადეკვატური, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ მორიგი დადასტურება იქნება ამის. ეს ყველაფერი უდაოდ გამოიწვევს ივანიშვილის არჩევნებზე დამარცხებას",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაზე განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა