რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს - კი არ გადადექით, გადაგაყენეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სასაცილოა მამუკა ბახტაძის სიტყვები, როდესაც თქვა, რომ ის გადადგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების კომენტირებისას განუცხადა.

„თქვენ კი არ გადადექით, გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. აი ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ იქეთ“, - განუცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის შეფასებით, ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას და ბიძინა ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება. მისივე თქმით, თუ პრემიერის პოსტს შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ამას ხალხი „არ მოითმენს“.

„ის რეპრესიები რაც განხორციელდა, დაჭერები, „რუსთავი 2“-ის დახურვა, ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის პოლიტიკური დევნა, ის რაც მომავალში მოხდება და აქ შემოიყვანენ ივანიშვილის მოსამსახურე ადამიანებს, რომლებსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაერქმევათ, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება - ძალაუფლების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, ამ მიზანს ემსახურება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, ბახტაძის გადაყენებაც.

თუ გამართლდა ის ჭორი და მართლაც გახარია დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართველოს უკვე მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. გავრილოვი დაგვასვეს პრემიერ-მინისტრად - აი ეს იქნება მთავარი შეტყობინება ხალხისათვის და ხალხი ამას არ მოითმენს. ამიტომ არის სახიფათო ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ივანიშვილი ახლა დგამს“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის არ ადარდებს ხალხი, ლარის ბედი, ქვეყნის განვითარება და არჩევნებამდე დარჩენილი მთელი პერიოდი, იქნება მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენის მიზნისაკენ მიმართული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გააკეთა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა