ტექნოპარკში, სადაც პრემიერის პოსტიდან გადამდგარი მამუკა ბახტაძე ტელეწამყვანებს ხვდება, დევნილები აქციას მართავენ

ტექნოპარკში, სადაც პრემიერის პოსტიდან გადამდგარი მამუკა ბახტაძე ტელეწამყვანებს ხვდება, დევნილების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მათი პრობლემებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და არ დაუკმაყოფილებია მათი თხოვნა შეხვედრის თაობაზე.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნატალია ბუკიამ განაცხადა, უკვე 7 თვეა, დევნილები მართავენ აქციებს, თუმცა - უშედეგოდ.

„იძახის, რომ რაც პრემიერია, თავისი გეგმები დააწყო - რომელი თავისი გეგმები? ჩვენს გეგმებს რატომ არ უყურებს და ჩვენს პრობლემებს რატომ არ მიხედა? რამდენიმე დღე ვიყავით ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, ე.წ. შუშის კოლბასთან. მინდა მივმართო მასაც, მთავრობასაც, რომ ჩვენ არ დავიხევთ უკან“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მათი თქმით, მთავრობას 1 კვირის ვადას აძლევენ, რომ მოაგვარონ მათი პრობლემები.

„27 წელი ვითმინეთ და ჩვენი მოთმინება მორჩა. თუ 1 კვირის შემდეგ კონკრეტულ, დამაკმაყოფილებელ პასუხებს არ მივიღებთ, გადავალთ უკიდურეს ზომებზე და რა არის უკიდურესი ზომა, 1 კვირის მერე ნახავენ", - განაცხადა ნატალია ბუკიამ.

მისივე თქმით, დევნილების მოთხოვნები შემდეგია: 1) დაკმაყოფილდნენ კუთვნილი ფართებით; 2) სოციალური ქულები 30 000-დან 70 000-მდე გაიზარდოს; 3) დევნილების შემწეობა 45 ლარიდან გაიზარდოს ჯერ 90 ლარამდე, 2 წლის განმავლობაში კი მიაღწიოს საარსებო მინიმუმს.

აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე ყოფილმა პრემიერმა ქართველ მოსახლეობას ბოდიში უნდა მოუხადოს.

აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები: „დევნილ ოჯახთა 55% უსახლკაროდაა", „27 წელი ქუჩაში", „დევნილების ღირსების ხმა", „როდემდე უნდა გვატყუოთ“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს