ზვიად ძიძიგური - ბიძინა გეგიძის უმრავლესობიდან გარიცხვა არ ნიშნავს, რომ ის ვინმემ შერისხა

ბიძინა გეგიძის უმრავლესობიდან გარიცხვა არ ნიშნავს, რომ ვინმემ შერისხა და მასთან ურთიერთობას, ან პოლიტიკურ ურთიერთობას წყვეტს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ძიძიგური ახალი ფრაქციის შექმნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტში რაც უფრო მეტი ფრაქცია იქნებ მით უკეთესია.

„პარლმენტი არის პოლიტიკური მსჯელობისა და დებატების ორგანო და პოლიტიკური დებატების მთავარი აქტორები არიან ფრაქციები. ამიტომ, რაც მეტი ფრაქციაა, მით უკეთესი. იყო წინააღმდეგობა, ბიძინა გეგიძესთან ამ თემებზე საუბარი მიდიოდა. ისე არ ყოფილა, რომ საუბარი არ მიდიოდა. უბრალოდ, გუშინ ასეთი გადაწყვეტილება გამოვიდა. თან ბიძინა გეგიძის გარიცხვა არ ნიშნავს, რომ ვინმემ შერისხა და მასთან ურთიერთობას, ან პოლიტიკურ ურთიერთობას წყვეტს. მე პირადად არ ვაპირებ ასეთი ურთიერთობების შეწყვეტას“, - განაცხადა ძიძიგურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს