მამუკა ბახტაძე - მე ვივლი  წელგამართული და  თავაწეული, რადგან  ყოველთვის ვემსახურებოდი ჩვენი  ეროვნული ინტერესების დაცვას

20 ივნისის ღამე ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, - ამის შესახებ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება 20 ივნისის ღამეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოყენებული არ იქნებოდა.

„ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს და მე ვივლი წელგამართული და თავაწეული იმიტომ, რომ მე რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას. რაც შეეხება 20 ივნისის ღამეს, ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და დარწმუნებული ვარ, გაჰყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. რაც შეეხება იმ სიტყვებს, რაც ვთქვი აქციაზე - სიტუაცია იყო ერთმნიშვნელოვანი. 7 წელია, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და მოახდინა იმის დემონსტრირება, რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. როდესაც მე ეს სიტყვები ვთქვი, ბუნებრივია განწყობა იყო ასეთი და ეს განწყობა ერთი წამითაც არ შეცვლილა არასდროს, მაგრამ თქვენ ნახეთ ის კადრები, როგორ მიმდინარეობდა შტურმი პარლამენტის შენობაზე და პოლიცია, პასიური კორდონი ფაქტობრივად, ვეღარ ამაგრებდა და ვერ უწევდა წინაღმდეგობას შტურმს. მათ მოუწიათ ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, რომელიც მე პირადად სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს