მამუკა ბახტაძე - ცდილობენ შექმნან ცუდი აურა, თითქოს მთავრობას ანაკლიის პროექტის რეალიზაცია არ სურს, ეს არის სისულელე და ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს

ძალიან ცუდია, რომ ცდილობენ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შექმნან ისეთი აურა, თითქოს საქართველოს მთავრობას არ სურს მისი რეალიზაცია. ეს არის სისულელე და ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვერავინ დაასახელებს თუნდაც ერთ ისეთ არგუმენტს, რომ ხელისუფლებამ კონსორციუმს მაქსიმალურად არ დაუჭირა მხარი.

„რატომ გაქვთ იმის განცდა, რომ ანაკლიის პროექტი არ აშენდება ან მთავრობას ჰქონდა ასეთი განწყობა? რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? ამ პროექტის განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის იდეა იყო. ვისი მხარდაჭერით და ძალისხმევით მოხდა, რომ წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა ანაკლიის პროექტის აქტიური განხილვა მოახდინეს და ისინი პერსპექტივაში მის დაფინანსებას განიხილავენ? ამ მოლაპარაკებების უდიდესი ნაწილი სწორედ ჩვენ წარვმართეთ. მე ამაში ვმონაწილეობდი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში. ჩვენ გამოვისყიდეთ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მიწა და გადავეცით, რომ კონსორციუმმა შეასრულოს თავისი ვალდებულება. ავიღეთ ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რათა პორტმა შეძლოს გამართულად ფუნქციონირება. ძალიან ცუდია, რომ ცდილობენ ამ პროექტის ირგვლივ შექმნან ისეთი აურა, თითქოს საქართველოს მთავრობას არ სურს მისი რეალიზაცია. ეს არის სისულელე და ტყუილი, რომელსაც ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ვერ დაასახელებენ თუნდაც ერთ არგუმენტს, რაშიც ჩვენ მაქსიმალურად მხარი არ დავუჭირეთ კონსორციუმს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა