მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში არ იქნება

ჩემი შინაგანი განწყობა ნამდვილად არ არის, რომ აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას - რჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტში და ხომ არ არის მოსალოდნელი, ის განათლების მინისტრის პოსტზე იხილოს საზოგადოებამ.

„რა თქმა უნდა, არა. მე ვიქნები ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა ნადვილად არ არის, რომ მე აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული. რა თქმა უნდა, ამავე დროს გუნდს თავის მოსაზრება აქვს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. მე, მინდა ხაზი მთავარს გავუსვა, რითაც დავიწყე - მე საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეტული მიზნითა და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ვფიქრობ, ამაზე მე, დღეს საკმაოდ შინაარსობრივად და დეტალებში ვისაუბრე. შესაბამისად, მე, ნამდვილად არ განვიხილავ და ჩემი შინაგანი განწყობა არ არის ის, რომ ამ ეტაპზე, პოლიტიკაში აქტიურად ვიყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, რათქმა უნდა, გუნდს აქვს და მომავალშიც ექნება თავსი მოსაზრებები და ამ მოსაზრებებს მე, ყოველთვის პატივს ვცემ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს