მამუკა ბახტაძე - ვინ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, ეს პრემიერობის კანდიდატის პრეროგატივაა - მას უნდა მივცეთ უფლება, რომ გააჟღეროს ეს ყველაფერი

გიდასტურებთ კონსულტაციებს, თუმცა იმ აქცენტებს, რაც თქვენ გააკეთეთ, ვერ დაგიდასტურებთ, - ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, ახალ სამთავრობო გუნდში პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე.

როგორც მამუკა ბახტაძემ გადადგომის შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, კონსულტაციების შინაარსის გაჟღერება მისი მხრიდან ძალიან არასწორი იქნება. ამასთან, ბახტაძემ არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენიმედღიანი კონსულტაციები ნიშნავს თუ არა იმას, რომ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე აზრთა სხვადასხავობაა.

„ბუნებრივია გიდასტურებთ კონსულტაციებს, თუმცა იმ აქცენტებს, რაც თქვენ გააკეთეთ, ვერ დაგიდასტურებთ. ეს იქნება ძალიან არასწორი ჩემი მხრიდან მარტივი მიზეზის გამო, რომ კონსულტაციები უნდა დასრულდეს პრემიერ-მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით. ვინ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, ეს არის პრემიერ-მინისტობის კანდიდატის პრეროგატივა. სწორედ მას უნდა მივცეთ უფლება რომ მან გააჟღეროს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა