არჩილ თალაკვაძე მამუკა ბახტაძის გადადგომაზე - „ქართული ოცნების" გუნდში თანამდებობა არავის თვითმიზანი არ არის

„ქართული ოცნების" გუნდში თანამდებობა არავის თვითმიზანი არ არის, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

არჩილ თალაკვაძე ბახტაძის გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ცვლილებები ადრეც და ახლაც, არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობის გამო მადლობა გადაუხადა და მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებული რამდენიმე რეფორმა გამოყო.

„ბუნებრივია, როდესაც ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, ეს ხორციელდება. მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში. მინდა გამოვყო რამდენიმე მიმართულება, რომელიც ვფიქრობ მის საქმიანობას უკავშირდება და სადაც განსაკუთრებული პროგრესია მიღწეული. ეს არის განათლების სფერო, მისი დასახვა როგორც პრიორიტეტის, უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსების გამოყოფა. მეორე ეს არის მწვანე ეკონომიკის პოლიტიკა და მესამე ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს უკავშირდება ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვას იმგვარად, რომ საქართველომ მომავალში, თავისი მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და მიიღოს უკეთესი საერთაშორისო რეიტინგები",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა