ყანდაურაში მომხდარ მკვლელობის საქმის არსებით განხილვას 85 წლის ომარ გამყრელიძე არ ესწრება

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე, თელავის რაიონულ სასამართლოში, 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმები დაიკითხებიან, მათ შორის საქმის გამომძიებლები.

მანამდე კი დაცვის მხარემ აღკვეთი ღონისძიების შეცვლა მოითხოვა. ადვოკატმა გილერ ენდელაძემ მოსამართლეს 85 წლის ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

დაკავებულების უფლებადამცველის თქმით, 85 წლის ომარ გამყრელიძე და მისი შვილიშვილი გათავისუფლების შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენენ.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომას ესწრება მხოლოდ უმცროსი ომარ გამყრელიძე, რაც შეეხება 85 წლის ომარ გამყრელიძეს, მან ავადმყოფობის გამო სასამართლოზე დასწრება ვერ შეძლო.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ 4 ადამიანი სოფელ ყანდაურაში 3 მაისს მოკლეს. 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო მის შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვას ედავებიან.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება