არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო. არჩილ თალაკვაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებს და აღნიშნავს, რომ საკითხზე კარგი განმარტება თავად ბახტაძემ გააკეთა.

„ეს არის მისი გადაწყვეტილება და ეს მან კარგად განმარტა მედიასთან შეხვედრის დროს",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა სამთავრობო ცვლილებების საკითხსაც, თუმცა, არჩილ თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეცვლის ბახტაძეს და მოხდება თუ არა სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირების შეცვლაც.

„აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება ხვალ, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ და საბოლოოდ შეთანხმებულ პოზიციებს ხვალ მოისმენთ", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს, მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს. შს სამინისტროს კი ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა