მამუკა ბახტაძის მტკიცებით, ახალი პრემიერ-მინისტრის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის

მამუკა ბახტაძის მტკიცებით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მმართველ გუნდში ჯერ მიღებული არ არის.

როგორც მან თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი მის შემცვლელად გიორგი გახარია დაინიშნება, ეს საზოგადოების პოლარიზაციაზე როგორ იმოქმედებს, ყოფილმა პრემიერმა უპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„რატომ უსწრებთ მოვლენებს წინ/ ჩვენ კონსულტაციებს ვაგრძელებთ. გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, გარწმუნებთ, თქვენ იქნებოდით პირველი, ვინც დღეს ამის შესახებ შეიტყობდა. კონსულტაციები გრძელდება და ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი.

რასაც პირადად მე ვგრძნობ და ამას ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი იზიარებს, არის ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ წინ ვერ აღვუდგექით ნეგატიური დღის წესრიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რომელიც მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამისი მცდელობა იყო. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი პოლარიზებული გარემო გვაქვს და ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ეს დიდ საფრთხედ მიმაჩნია. პოლარიზაციით და ნეგატიური დღის წესრიგით არ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც დარჩება მოგებული და ეს ნამდვილად არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს პოლარიზებული გარემო და შევცვალოთ ის ნეგატიური დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანას თავზე მოახვიეს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა