არჩილ თალაკვაძე - ვქმნით მომენტს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გახდება შესაძლებელი

გვჯერა, პარტნიორებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით მომენტს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამ მიმართულებით ხელისუფლება ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს.

"ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ პროვოკაციებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ე.წ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, იყოს სათანადო რეაგირება. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია მოხდეს თითოეულ ფაქტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. ჩართულია და გამოიყენება ცხელი ხაზიც, ადგილზე გამოიყენება კონკრეტული პროგრამები. ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობიანი პოლიტიკის გზით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს აქვს საერთაშორისო საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა, როდესაც საქართველო ახდენს მისი დემოკრატიის, ეკონომიკის და შესაძლებლობების გაძლიერებას. გვჯერა, პარტნიორებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით მომენტს, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გახდება შესაძლებელი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო