მამუკა ბახტაძე მუშაობის ეროვნულ ბანკში  გაგრძელებას გამორიცხავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მუშაობის ეროვნულ ბანკში გაგრძელებას გამორიცხავს.

ამის შესახებ ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, „ეს ყველაფერი არის ფანტაზიის ნაყოფი“.

„რა თქმა უნდა, ამას გამოვრიცხავ. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებს ასეთი ფანტაზიები როგორ და სად იბადება ხოლმე. პირდაპირ გითხარით, უახლოეს მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ ვგეგმავ. ვრჩები პოლიტიკური საბჭოს წევრად. ვიყავი და ვარ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთგული წევრი და აქედან გამომდინარე, ასეთი საუბრები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ეს ყველაფერი არის ფანტაზიის ნაყოფი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ბახტაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა. ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ დასახელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს