საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

3 სექტემბერს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, სანდრა ხოველ პოლანკო ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კერძოდ, გვატემალის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საგარეო უწყებაში ქართველი კოლეგა დავით ზალკალიანი მიიღებს. გვატემალის პირველი დიპლომატი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და გვატემალის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სოფო ქაცარავასთან, ასევე იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან.

ვიზიტის ფარგლებში, გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს