„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს „ქართულ ოცნებაში“ განუცხადეს, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.

პოლიტსაბჭოს სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 09:00 საათზე დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა დღეს დატოვა. არსებული ინფორმაციით, მას მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა