ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს არ განიხილავს

კიდევ ერთხელ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ის ტექნიკური ხასიათის იყო.

„ეს ტექნიკური შეხვედრა გახლდათ რამდენიმე დღის წინ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელება და კვლავ საუბარი ეხებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. დასაწყისშივე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. ამასთანავე, გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რამაც ჩემი აზრით, ჩაიარა კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, რა ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული და ხაზი გაესვა აუცილებლობას, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია.

ამ კონტექსტში შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რაზეც გაგრძელდება ჩვენი მსჯელობები ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

წნელისთან დაკავშირებით მათ უბრალოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია საერთო კონტექსტში, იმიტომ რომ ჩვენი მხრიდან ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ იქ არის აბსოლუტურად არაპროპორციული გადაადგილებები და კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია, რომ სიტუაციის დეესკალაციას არაფერი არ უდგას წინ, ვინაიდან პოლიციის სტანდარტული საგუშაგო გახლავთ არც მეტი, არც ნაკლები სტანდარტული საგუშაგო, სტანდარტული ეკიპირებით და პერსონალით და წარმოუდგენელია, რომ იგი იყოს რაიმე საფრთხის შემცველი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ამ გადაადგილებებზე, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ თავად ავრცელებენ საკუთარი ელექტრონული მედიის საშუალებით და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება და სიტუაციის ადეკვატურად აღქმა, ეს სწორედ მდგომარეობს იმაში, რომ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო არ შეიცავს არანაირ საფრთხეს და პირიქით, ნებისმიერი სახის არაპროპორციული მოძრაობა ძაბავს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს სოფელ წნელისში და მიმდებარე სოფლებში.

აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ საუბარი წარიმართა მართლაც კონსტრუქციულ გარემოში, არ ჰქონია ადგილი დაძაბულობას. მართალია, რჩება გარკვეული დივერგენციები ჩვენს პოზიციებში, მაგრამ მათ თავად გამოხატეს მზაობა გავაგრძელოთ დიალოგი აღნიშნულ ფორმატში, მე ვგულისხმობ ტექნიკურ შეხვედრებს, რაზედაც ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ. თავად მზაობა დიალოგის გაგრძელებაზე ალბათ უკვე შეიცავს კონკრეტულ მინიშნებებს, რომ არის გარკვეული მზადყოფნა მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემდეგი შეხვედრის სავარაუდო თარიღი იყო წინასწარ შეთანხმებული და ეს გახლავთ მიმდინარე 2 ოქტომბერი, არანაირი სიგნალი, რომ რომელიმე მონაწილე არ აპირებს ამ შეხვედრაზე დასწრებას, ჩვენ არ გვაქვს, შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ 2 ოქტომბერი არის ძალაში.

რაც შეეხება ტექნიკურ შეხვედრას, ესეც არის ერთ-ერთი მექანიზმი IPRM-ის ფორმატის, ისევე როგორც, მაგალითად, ცხელი ხაზი.

დრონთან დაკავშირებით, ჩვენ წარვადგინეთ ეს დრონი, როგორც მატერიალური მტკიცებულება და შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არანაირი ნაკვალევი მის კორპუსზე არ არის. აღნიშნული დრონი ჩვენ გადავეცით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. რაც შეეხება ახალგორის საკითხს, მე რა თქმა უნდა დავინტერესდი საკითხით და მივიღე შემდეგ პასუხი, რომ ზოგადად, როცა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ამ საკითხზე აქტიურდება ცხელი ხაზი და გვატყობინებენ, ან ჩნდება ხოლმე მათი განცხადებები. არც ერთს, და არც მეორეს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ამის დადასტურება მე ვერ მივიღე. მათ არ დაგვიდასტურეს ეს ფაქტი დღეს“, - განაცხადა ანთაძემ.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)