დავით ჭიჭინაძე - მარტო ახალი პრემიერის შერჩევის საკითხს კი არა, „ოცნების“ ყოფნა-არყოფნას ათანხმებს ივანიშვილთან დაახლოებული გავლენიანი პირი აშშ-ში

ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ გახარიას, სხვა, რუსული, კუდი მოყვება და ეს სულ ცოტა ერთი წელი მაინც შეგვიქმნის სერიოზულ პრობლემებს,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ "პალიტრანიუისის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ჭიჭინაძემ მმართველ პარტიაში არსებულ ინტრიგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "შიგნით ჭიდაობით" "ქართული ოცნება" ხალხს დაშორდა, რაც სამწუხარო რეალობაა.

„მარტო ახალი პრემიერის შერჩევის საკითხს კი არა, „ქართული ოცნების“ ყოფნა-არყოფნას ათანხმებს დღეს, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, გავლენიანი პირი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რადგან, „ქართულ ოცნებას“ აღარც ის ძალა აქვს, აღარც ლეგიტიმაცია და არც ხალხის ის ნდობა, რომელიც 2012 წელს ჰქონდა. მით უმეტეს, როდესაც გეუბნებიან, რომ რუსეთი არ არის შენი მეგობარი და შენ მაინც რუსეთის წარმომადგენელი გინდა პრემიერად დანიშნო. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ გახარიას, სხვა, რუსული, კუდი მოყვება და ეს სულ ცოტა ერთი წელი მაინც შეგვიქმნის სერიოზულ პრობლემებს. მოკლედ, როგორც ჩანს, აშშ-დან არ არის დადებითი სიგნალი მის დანიშვნაზე, თორემ შიგნით ივანიშვილს ვერავინ ვერ დაუპირისპირდებოდა.

რაც შეეხება ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში სავარაუდო დაბრუნებას, ყველას ასევე კარგად გვახსოვს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების ერთ-ერთი ავტორი, მაშინ კახა კალაძე იყო. სწორედ მან მიიტანა კომპრომატები ჯანყარაშვილზე და მის გარემოცვაზე. ანუ, თავის დროზე თუ კალაძემ დაამარცხა კომპრომატებით ღარიბაშვილი, ვფიქრობ, ახლა ღარიბაშვილი უფრო აქტიურად შეუტევს და უფრო მეტად სამართლიანი იქნება კალაძის მოქმედებებთან მიმართებაში, ვიდრე სხვა. მოკლედ, „ქართული ოცნება“ შიგნით ჭიდაობით, ინტრიგებითაა დაკავებული და ხალხს აბსოლუტურად მოწყდნენ და ესაა სამწუხარო რეალობა",-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა