რუსთავში ფილმის „ფორსაჟი“ ეპიზოდის გადაღება იწყება

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ცნობადი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში დღეს იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე).

„შესაბამისად, 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, კლდიაშვილის, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.

გადაღებების გამო, რუსთავი-თბილისის, კერძოდ, რუსთავი-რკინიგზის სადგურისა და რუსთავი-დიდუბის მიმართულებით, კომპანია ,,ინტერტრანსის“ ყვითელი მიკროავტობუსების გასვლის ლოკაციებიც შეიცვალა. მე-12 მიკრორაიონიდან (წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია) რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები მე-12 მიკრორაიონიდან, კონკრეტულად კი ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. დიდუბის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თოდრიას ქუჩის ნაცვლად, მე-14 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი სუპერმარკეტ "სპარის"(ყოფილი სუპერმარკეტი "პრინცი") უკანა მხრიდან გავლენ.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

რუსთავის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა