პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 3 სექტემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

„ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გაზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზრის (ნაწილობრივ), გუდამაყრის, თემქის, გურამიშვილის, სარაჯიშვილის, ხევძმარის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრვ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის (ნაწილობრივ) და პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაინის I, II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, შატილის, ჟღენტის, გურიელის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს, ოდიშელიძის, ვაზიუსუბნის, იმედაშვილის, ლვოვის, ისაკაძის, ჩერქეზიშვლის, ონიაშვილის, სახოკიას, ყუშიტაშვილის, გაგარინის, არდაზიანის, შარტავას, ოჩამჩირეს, დარასელიას, ოდესის, ზოვრეთის, არშბას, მგალობლიშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გულუას და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოდბეს, ლუსინიანის და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაძის ქუჩის მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა