საქალაქო სასამართლო კობა დავითაშვილის წინააღმდეგ პაატა ბურჭულაძის საჩივარს განიხილავს

დიდი იმედი გვაქვს, რომ კობა დავითაშვილს, რომელმაც პაატა ბურჭულაძის შესახებ აშკარად ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, სასამართლო გადაწყვეტილებით ამ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალება, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფონდ „იავნანადან“ აცნობეს, დღეს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც პაატა ბურჭულაძის საჩივარს ეხება კობა დავითაშვილის წინააღმდეგ.

პაატა ბურჭულაძემ ცილისმწამებლური განცხადებებისთვის კობა დავითაშვილს სასამართლოში 2018 წლის სექტემბერში უჩივლა. რამდენიმე პროცესი ჩატარდა, თუმცა თებერვლის შემდეგ რამდენჯერმე გადაიდო.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ 2017 წლიდან მიმდინარეობს წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული დისკრედიტაციის კამპანია. ცილისმწამებლური განცხადებებით კამპანიაში ჩართულნი არიან „ქართული ოცნების“ წევრები და მასთან დაახლოებული პირები. მათ შორის კობა დავითაშვილმა "ტელეკომპანია პირველის" ეთერით, გადაცემაში „რეაქცია“ საჯაროდ დასდო ბრალი პაატა ბურჭულაძეს ფონდ „იავნანაში“ საქველმოქედო მიზნებით შემოსული თანხების მოპარვაში“, - ნათქვამია „იავნანას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი, მარიამ ჩიქოვანი აცხადებს, რომ კობა დავითაშვილს, პაატა ბურჭულაძის მიმართ გავრცელებული ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალება.

პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ განხორციელდა აშკარა და შეუფარავი დევნა და ცილისმწამებლური კამპანია. ადამიანის დისკრედიტაციაში მონაწილე პირებმა პასუხი უნდა აგონ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. დღეს, გაიმართება სასამართლო სხდომა და დიდი იმედი გვაქვს, რომ კობა დავითაშვილს, რომელმაც პაატა ბურჭულაძის შესახებ აშკარად ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, სასამართლო გადაწყვეტილებით ამ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაევალება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დავითაშვილის პოზიციაა, რომ ის ეყრდნობოდა მხოლოდ ინტერნეტ ტელევიზია „Postv“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს, რომლებშიც მოყვანილი ფაქტების ნამდვილობა 2 წლის მანძილზე ვერ იქნა დადასტურებული პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების მიერ. რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს სიუჟეტები იყო მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, - აცხადებს ჩიქოვანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო