„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება, აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები მივიდნენ

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები მივიდნენ.

აქციის მონაწილეები არსებულ ინფორმაციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს.

როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია მთავრობის მეთაურის თანამდებობას დაიკავებს, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

„დაიწყო შემოდგომა და ჩვენ დაპირებისამებრ, უფრო მეტად გავაქტიურდებით. ჯერ დილაუთენიაა და „ქართული ოცნება“ ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ მოვასწროთ ჯერ მათ ოფისთან მოსვლა და გაპროტესტება იმის, რაც აქ ხდება და შემდეგ უკვე პარლამენტთან, რომლის ყველა შესასვლელთან სირცხვილის კორიდორი გაკეთდება. დღეს აქაც მოდიან „სირცხვილიას“ წარმომადგენლები და ადამიანები, ვისაც უბრალოდ უნდოდა, რომ აქედან დაეძახა სათქმელი, რომ სირცხვილია და 76-ე დღეს მაინც იქნებ გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს მთავრობამ, რომელიც აქ იქნება შეკრებილი. მასზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ხვალ და ზეგ ჩვენს ქვეყანაში სიტუაციები. ჩვენ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ყველა ფრონტზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახსნა, ვიყოთ აქტიური და პასუხი გავცეთ. „ქართული ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ 76-ე დღესაც კი არ შევშინებულვართ, არ დავღლილვართ და კიდევ უფრო მეტი ვიქნებით.

გახარიას გაპრემიერება ქართული საზოგადოებისთვის იდეურად იქნება კიდევ ერთი სილის გარტყმა. ეს იქნება ბიძინა ივანიშვილისგან პიდაპირი სიგნალი და განაცხადი, რომ საერთოდ არ აინტერესებს, რას აპროტესტებს ხალხი. ეს იქნება პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ იწყება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში დიქტატურა, ზუსტად ის, რაც ხდება კორეასა და რუსეთში. ბუნებრივია, ამას უფრო მეტი გაღიზიანება მოჰყვება ადამიანებისგან. თუ გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი, ეს კიდევ უფრო აწევს ტემპერატურას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება, აქცია "სირცხვილიას" წარმომადგენლები მივიდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო