"ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. მას ესწრება მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარიაც.

პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც.

არსებული ინფორმაციით, სწორედ დღეს გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება წარდგენილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

მამუკა ბახტაძემ პრემიერის თანამდებობა გუშინ დატოვა. არსებული ინფორმაციით, მას მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს