მამუკა მდინარაძე - გიორგი გახარიას დაუგროვდა პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში, ისე ეკონომიკის  და იურიდიულ სფეროებში

გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, ამიტომ პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კადიდატი, რომელმაც უნდა დაიკავიოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის საკითხზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ეს კვირა საინტერესო იქნება, რადგან საზოგადოება მოისმენს იმ პროგრამას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, დღეს არსებულ გამოწვევებზე იქნება მორგებული.

მდინარაძის თქმით, ამ კვირაში, ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა იმ კითხვას, რაც დღეს არსებობს.

გიორგი გახარიას დაუგროვდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება, როგორც უფლებების დაცვის სფეროში, აქედან დაიწყო მან, ისე ეკონომიკის სფეროში, სადაც ძალიან წარმატებით ართმევდა თავს თავის მოვალეობას და შემდეგ იურიდიულ სფეროში, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობით. აქედან გამომდინარე, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ის არის კადიდატი, რომელემაც უნდა დაიკავიოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვექნება ძალიან საინტერესო კვირა, მოვისმენთ პროგრამას, რომელიც იქნება მორგებული იმ მთავარ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში, მათ შორის იმ კითხვებსაც, რასაც დღეს სვამთ, გაეცემა დეტალური და ამომწურავი პასუხები“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო