მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციები მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების საფუძველი ვერ იქნება - გავრილოვის რევოლუცია საქართველოში არ შედგა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციები გადაწყვეტილების საფუძველი მმართველ პარტიაში, ბუნებრივია, ვერ იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, შექმნიდა თუ არა უხერხულობას გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა იმის ფონზე, რომ 76-ე დღეა საზოგადოების ნაწილი მის გადადგომას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, საქართველოში გავრილოვის რევოლუცია არ შედგა.

„მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჩამოყალიბებულია, რომ გავრილოვის რევოლუცია საქართველოში არ შედგა. ამ არშემდგარი რევოლუციის წარმომადგენლები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. შესაძლებელია, რომ მართლაც არიან ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად აღიარებენ გარკვეულ მოვლენებს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული აქციები გადაწყვეტილების საფუძველი, მმართველ პარტიაში ბუნებრივია ვერ იქნება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა