მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა, ასევე საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა აპელაციის შედეგები ცნობილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პრაქტიკოს მასწავლებლებს, მასწავლებლობის მსურველებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

ცენტრის ინფორმაციით, წელს გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად გამოსაცდელთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - 31 500-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გასწორებული 38 000 ნაშრომიდან სულ 2 400 ნაშრომი გასაჩივრდა. მათივე ინფორმაციით, დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეიცვალა (მოემატა ან დააკლდა) 985 ნაშრომის შემთხვევაში.

ცენტრის ცნობით, წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 12 000-მდე კანდიდატი. გასწორდა 10 300 ნაშრომი, ხოლო გასაჩივრდა 285. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად კი შეფასება შეეცვალა 140 კანდიდატს.

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება.

რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა