„ბიბისი“ - მიმომხილველები ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების ოქტომბერში დანიშვნას ვარაუდობენ

დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი საზაფხულო არდადეგების შემდეგ მუშაობას განაახლებს. ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების უმრავლესობა, ფაქტობრივად ყველა პარტიიდან, აპირებს სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც მთავრობას ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლას აუკრძალავს. მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დეპუტატები მოითხოვენ „ბრექსიტი“ გადავადდეს კიდევ სამი თვით, 31 იანვრამდე. ამისთვის დეპუტატებს სულ რამდენიმე დღე აქვთ, რადგან პრემიერის მიმართვისა და დედოფლის გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტის მუშაობაში 14 ოქტომბრამდე შესვენება ცხადდება.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „ბრექსიტის“ გადადების წინადადებით მიმართვას არ აპირებს და პარლამენტს მოუწოდებს არ შეუშალონ ხელი ევროკავშირთან მკაცრი პოზიციებიდან მოლაპარაკებებში.

გუშინ ბევრი მიმომხილველი ელოდა, რომ პრემიერი ბორის ჯონსონი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა, რისი შესაძლებლობაც პარლამენტის კულუარებში დიდი ხანია განიხილება. ბორის ჯონსონმა კი განაცხადა, რომ არ სურს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პარლამენტის დანარჩენ წევრებსაც ეს წესით არ უნდა უნდოდეთ. თუმცა ბრიტანეთის მთავრობასთან დაახლოებული მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრი უხელშეკრულებო „ბრექსიტის“ აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას განიხილავს როგორც მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადებას.მათივე აზრით, ჯონსონის მხრიდან საუკეთესო შემხვედრი ნაბიჯი კი იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა 14 ოქტომბრისთვის. ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ბრექსიტის საკითხი განიხილება, 17-18 ოქტომბერს არის დანიშნული.

ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: ბრიტანეთში ოპოზიციონერი დეპუტატები აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც ევროკავშირიდან ხელშეკრულების გარეშე გასვლას აკრძალავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა