გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას 2019 წელს განახლებული აკრედიტაცია მიენიჭა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიას 2019 წელს განახლებული აკრედიტაცია მიენიჭა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული საგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის შეფასება და 2019 წლის 17 ივლისს განმეორებითი აკრედიტაცია მიიღო. აკრედიტაცია მომდევნო 4 წლის განმავლობაში ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს.

ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის განახლებული აკრედიტაცია არის მისი კომპეტენციის ოფიციალური აღიარებაა, რაც ლაბორატორიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს.

ამჟამად, ლაბორატორიაში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ანალიზების განსაზღვრა, კერძოდ საქართველოს მასშტაბით აღებულ წყლის, ნიადაგისა და ჰაერის სინჯების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების დამუშავება. მიღებული შედეგების საფუძველზე ხდება გარემოს დაბინძურების ხარისხის შეფასება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა