დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის  კომისიების შექმნაზე დღეს იმსჯელებენ

დღეს დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით საყოველთაო-სახალხო განხილვებისთვის საჭირო კომისიების შექმნაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ინიცირებულია ორი კონსტიტუციური ცვლილება. შინაარსობრივი თვალსაზრისით ორივე არის იდენტური, ორივე ითვალისწინებს 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას. განსხვავება არის ის, რომ ჩვენი ინიციატივის მიხედვით დადგენილია ნულოვანი ბარიერი, ხოლო მეორე ინიციატივის თანახმად, დადგენილია 3%-იანი ბარიერი. ჩვენი ინიციატივის თანახმად, უქმდება ბლოკები, ხოლო მეორე ინიციატივის თანახმად, ბლოკები ისევ ნარჩუნდება. ამ საკითხთან დაკავშირებით დაიწყება საყოველთაო-სახალხო განხილვა. დღეს ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც პარალმენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას იქნება საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის შესაბამისი კომისიების დაკომპლექტებას. კომისია დაკომპლექტდება და კომისია დაიწყებს კონსტიტიციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის მომზადებას. ეს საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს იმას, რომ კომისიის წევრები და არა მხოლოდ კომისიის წევრები, არამედ პარტიების წევრებს, არასაპარლამენტო პარტიების წევრებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონში სულ ცოტა ათ ქალაქში ჩავიდნენ და გააცნონ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი, ხოლი შემდეგ საზოგადოების განწყობა დასკვნის სახით წარუდგენენ პარლამენტს", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამასთან, როგორც ცნობილია, უმრავლესობის 93 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. ამასთან, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ჩანაწერი 3%-ანი საარჩევნო ბარიერისა და პოლიტიკური პარტიების ბლოკების შესახებ.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ცვლილებების საკუთარი ვარიანტი პარლამენტს ოპოზიციურმა პარტიებმაც შესთავაზა. მათი პროექტით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა 3%-იანი ბარიერისა და პარტიების ბლოკების დაშვებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა