სოფიო ქაცარავა - დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც

დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც, - ასე ეხმაურება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამასთან, სოფიო ქაცარავა დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია მთავარი ამოცანის შესრულებას შეძლებს და საზოგადოების დაკვეთას უპასუხებს.

„გახარია არის ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ხედვა, არის ყოველთვის კონკრეტული და მკაფიო თავის ქმედებებში, იღებს პასუხისმგებლობებს და გადაწყვეტილებებს, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია ყველა პოზიციაზე და თანამდებობაზე. დღევანდელ მოცემულობაში გახარია მესახება იმ კანდიდატად, რომელიც გასცემს პასუხებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც და პრობლემებსაც.

ახალი პრემიერის უმთავრესი ამოცანაა უპასუხოს საზოგადოების დაკვეთას. ეს დაკვეთაა დაანახოს საზოგადოებას მკაფიო ხედვა ამ ქვეყნის მომავალზე და გააძლიეროს ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამას გახარია შეძლებს. ამის თქმის უფლებას მაძლევს მისი განვლილი კარიერა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საქმის მიმართ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს