არჩილ თალაკვაძე - არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას  ხელი შეუშალოს

არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ნებისმიერ გამოვლინებას, ნებისმიერ პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, რაც კანონმდებლობის ფარგლებში ჯდება. ასევე, არავის მივცემთ საშუალებას, რომ დაარღვიოს რეგლამენტი და ხელი შეუშალოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას. შესაბამისად, ჩვენი კოლეგების პროტესტი იყო გამოხატული, კარგია, რომ მედიამ საზოგადოებას აჩვენა, თუ რა ფორმები აირჩიეს მათ, ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ კი, ვაგრძელებთ საქართველოს პარლამეტის სხდომას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

არჩილ თალაკვაძემ მანდატურებს მოუწოდა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაეტოვებინათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა