სალომე სამადაშვილი - პოლიციამ ხელის კვრით გამომაგდო - არ მაძლევენ უფლებას, პარლამენტის ჭიშკართან მივიდე

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს. ამ ფაქტს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა.

როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამოქალაქო ფორმებში გადაცმული ადამიანები არ აძლევენ მას პარლამენტში შესვლის უფლებას, რაც მისივე შეფასებით, ძალადობაა. ამასთან, მან კვირას პარლამენტთან აქციის მოწყობა დააანონსა.

„პოლიციამ ხელის კვრით გამომაგდო პარლამენტის წევრი. არ მაძლევენ უფლებას მივიდე პარლამენტის ჭიშკართან. უფლება მაქვს შევიდე პარლამენტის შენობაში ნებისმიერი შესავლელიდან. პოლიციამ ბლოკირება გაუკეთა ჭიშკარს და არ მიშვებს", - განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს