ზვიად ძიძიგური - ოკუპაციაზე ლაპარაკს არ მივიღებ მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა და შევარდნაძეს ტაშს უკრავდა

რუსულ ოკუპაციაზე ლაპარაკს არ მივიღებ მათგან, ვინც საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა და შევარდნაძეს ტაშს უკრავდა, - აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

“ჩემს თავს ზემოთ ახალგაზდა კაცი იდგა და მე გავრილოვს მეძახდა. ბოდიში მომითხოვია - 1993 წელს, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, შევარდნაძემ ქვეყანაში ბალტინის ფლოტი შემოიყვანა, თავისი სპეცდანაყოფით. ამ ფლოტის სპეცდანაყოფმა დაბომბა სენაკი. რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით მშივდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხელისუფლება სწორედ რუსული, ბალტინის სპეცდანიშნულების რაზმებით შეინარჩუნეს. არ მივიღებ “გავრილოვის სიების“ შემოთავაზებას და ოკუპაციაზე ლაპარაკს იმ ადამიანებისგან, ვინც ამაში მონაწილეობდა და შევარდნაძეს ამისთვის ტაშს უკრავდა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურმა 1994 წელს ხელმოწერილი დაგომისის და სოჭის ხელშეკრულებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ შევარდნაძეს ამ ხელშეკრულებების გამოც უკრავდნენ ტაშს.

“ამიტომ მათგან ოკუპაციაზე ლაპარაკს არ მივიღებ! 2008 წელს ხელისუფლებამ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპანტ რუსეთს ჩააბარა - არ მივიღებ მათგან არავითარ შენიშვნას და ოკუპაციაზე ლაპარაკს! ოკუპაციაზე ლაპარაკს არც მათგან მივიღებ, ვინც ათასი მაქინაციებით თავს იძვრენს, რათა ჯარში არ წავიდეს, ხოლო შემდეგ საოკუპაციო ხაზთან შიშველი უკანალებით ებრძვიან ოკუპაციას“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა