ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ 20 ივნისს მომხდარზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აწარმოებდეს

სერგეი გავრილოვი დამლაგებელმა შემოუშვა და დასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე?! - შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ გავრილოვი ამ სავარძელში შემთხვევით აღმოჩნდა და ამის შესახებ ვიღაცეებმა არ იცოდნენ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ლევან კობერიძემ გააკეთა.

კობერიძემ უმრავლობის წარმომადგენლებს მიმართა, 20 ივნისის მოვლენების განხილვა და მასზე შეფასებები დასაწყისიდან დაიწყონ. მან აქვე აღნიშნა, რომ მომხდარზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა აწარმოებდეს.

„უცნაურია, როცა 20 ივნისის მოვლენების შეფასებას ბოლოდან ან შუიდან ვიწყებთ. რეალურად შეფასებას იქედან არ ვიწყებთ, საიდანაც ეს პროცესი დაიწყო. პროცესი პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის გავრილოვისათვის მირთმევით დაიწყო. რეალობა იყო ეს და ყველაფერი აქედან დაიწყო! ჯერჯერობით ჩვენ გამოძიების შედეგები არ გვაქვს. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ გავრილოვი ამ სავარძელში შემთხვევით აღმოჩნდა და ამის შესახებ ვიღაცეებმა არ იცოდნენ. უფრო მეტიც, ჩემი აზრია, რომ ეს იყო დაგეგმილი ქმედება საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგის წინააღმდეგე. ასეთ შემთვევაში უპრიანი იქნება გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებდეს.

ასევე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტის დატოვება უნდა იყოს ის საფასური, რაც ამ მოვლენას უნდა მოჰყვეს. შესასწავლია ყველაფერი - რა ხდებოდა იმ დღეს, როგორ ხდებოდა და რა მოვლენები მოჰყვა შემდეგ ამას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს